ჯამრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
სადაზღვევო კომპანია „ტაო“ გთავაზობთ ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
- ოპერატიული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
- ანაზღაურების მარტივი და მოქნილი სისტემა.
- დაფარვის არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
- პროვაიდერი კლინიკების რიცხვი აღემატება 100-ს.
24 საათიანი ცხელი ხაზი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო სამედიცინო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ცხელი ხაზის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ.
ოჯახის ექიმი - ითვალისწინებს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში ბინაზე ვიზიტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.
პროფილაქტიკური გამოკვლევები - ითვალისწინებს სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ტრანსპორტირებას შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში.
ამბულატორიული მომსახურება - ითვალისწინებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებას, ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას.
მედიკამენტები - ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მიერ ან ვიწრო სამედიცინო სპეციალისტების მიერ დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას.
ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზებას, დაზღვეულის გადაუდებელ, გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას.
ორსულობა/მშობიარობა - ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
სტომატოლოგიური მომსახურება - ითვალისწინებს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების (კბილის ექსტრაქცია, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია, გაუტკივარება) და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურების (სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილის თერაპიული მკურნალობა, დაბჟენა, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია, გაწმენდა) ხარჯების ანაზღაურებას.
სიახლე
სადაზღვევო კომპანია ”ტაო” სს პრივატბანკის საკრედიტო ბარათების ყველა მფლობელს საშუალებას აძლევს დაეზღვეს უბედური შემთხვევებისაგან!
თვეში მხოლოდ 3 ლარად გთავაზობთ დაიცვათ თავი ყოველდღიურად მოსალოდნელი, გაუთავლისწინებელი შემთხვევებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაზღვეულის ჯანმრთელობის დროებითი ან მუდმივი გაუარესება, ან სიკვდილი.
სადაზღვევო შემთხვევებად განიხილება:
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალება;
უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუნარიანობის დაკარგვა;
უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდება;იზრუნე შენს მომავალზე! შეიძინე ”ყოველდღიური დაცვა”!
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ა ს !
