ავტომობილის დაზღვევა

შპს სადაზღვევო კომპანია "ტაო"–ს ავტომობილების დაზღვევა გთავაზობთ თქვენი და თქვენი ავტომობისლის უსაფრთხოების სრულ პაკეტს.
1. თქვენ საშუალება გეძლევათ დააზღვიოთ ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან: გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა), ხანძარი, აფეთქება, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალი, აგრეთვე ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

სადაზღვევო პრემია განისაზღვრება – სადაზღვევო თანხის 4 %–დან.
ფრანშიზა (არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც სადაზღვევო კომპანია არ არის პასუხისმგებელი) განისაზღვერება – ზარალის 10 %, მინიმუმ $150
2. ამასთან, გთავაზობთ უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას (გარდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლისა და მისი მგზავრებისა).

3. კომპანია აგრეთვე გთავაზობთ, უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას.

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების სრული პაკეტის შეძენისას, თქვენ გეძლევათ გარანტია თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვისა.

გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ:

 

კომპანიის ავტოდაზღვევის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენი ინტერესების შესაფერისი ავტოდაზღვევის პროგრამის შერჩევაში

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ:

ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით ნომერზე: ხელშეკრულების დასადებად აგენტი ოფისში გამოიძახოთ
შეიძინოთ ავტომობილების დაზღვევის პოლისი სადზღვევო კომპანია "ტაო"–სა და ტაოპრივატბანკის ოფისებში