ტვირთებისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა
გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოგაყენოთ და შესაბამისად წარმოშვას ფინანსური სიძნელეები თქვენს კომპანიაში. არასასიამოვნო შემთხვევისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით შესამჩნევია ტვირთების ტრანსპორტირებისას. სწორედ ამიტომ, ტვირთების დაზღვევა გაძლევთ საშუალებას თავიდან აიცილოთ არაპროგნოზირებადი რისკებით წარმოშობილი მატერიალური ზარალი.
ტვირთების დაზღვევა მოიცავს ტვირთის როგორც სრული ისე ნაწილობრივი განადგულების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა ითვალისწინებს ტვირთის ნებისმიერი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვას. ტვირთების დაზღვევის პირობები რეგულირდება ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობებით.
- სტიქიური უბედურებები
- ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
- სატრანსპორტო საშუალების შეჯახება, გადაბრუნება, ჩაძირვა, ჩამოვარდნა
- წყლით დაზიანება
- მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები
დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ზარალის დადგომის დროს სადაზღვევო კომპანია ტაო უზრუნველყოფს ზარალის დარეგულირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული დაცვით, აღმოგიჩენთ დახმარებას ზარალის დადგენის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურეობას.
გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს:
- გადამზიდველი კომპანიის ბრალეულობით ან გაუფრთხილებლობით ტვირთის ტრანსპორტირების დროს გამოწვეულ ზარალს
- სამოქალაქო პასუხისმგებლობას მესამე პირების მიმართ
